მიდი ქექე ..

вторник, 19 апреля 2011 г.



აპრილი

აპრილი არის წყნარი და ნაზი
 ატმის რტოები ირხევა ქარში
და სადღაც ქრება , ის ვისაც უწინ
ერქვა  უბრალოდ –პატარა ბავშვი

        აპრილი არის ნაზი და მშვიდი
იასამნები ჰყვავიან გარეთ
თუ ადრე აზრად ცხოვრების გთვლიდი
ახლა უბრალოდ მე შეგიბრალებ

რადგან დაკარგე, ის რითაც ალბათ
  შეგეძლო ფიქრი და არსებობა
მე გავიზარდე და ახლა მხოლოდ
შენს გულში ჩემ თავს– ვტოვებ ოცნებად
      
         აპრილში ზოგჯერ  იცის წვიმები
 რასაც მოყვება ცისარტყელები
მე უშენობით კარგად ვიქნები
        შენ?!– დაგიმშვენებს თვალებს ცრემლები..           

понедельник, 18 апреля 2011 г.

წამოდი წავიდეთ იქ სადაც..
  ღიმილი გულწრფელად ალალია
წავიდეთ სიშორის იმ მხარეს
სადაც სიყვარული მთავარია
    წავიდეთ მინდვრებში გვირილების
ოცნების ცისარტყელის დასახატად
იქ სადაც ფიქრები შეიძლება
ცაზე ვარსკვლავების დასაქარგად
         წამოდი! გავიქცეთ დილამდე სირბილით
გავკაფოთ  უეკლო ვარდების ბილიკი,
ვიაროთ, ვიაროთ, ვიცეკვოთ, ვიმღეროთ
და იქნებ შემთხვევით, ვიპოვოთ ... ვინ იცის...

воскресенье, 17 апреля 2011 г.

ქარში გაშლილი თმები წელამდე
      ხელში ატმების  ყვავილის ტოტი...
თითქოს სინაზე, თითქოს გრძნობები...
და გულში მაინც, დარდი და შფოთი

       თითქოს წარსული გამქრალა სადღაც,
და დავიწყებას მიეცა დარდი..
            ვეღარ ვგრძნობ უკვე ტირილით დაღლას
 არც თვითონ ვიცი რად შემიყვარდი

ვცდილობ განვდევნო მოგონებები
      ნატვრებიც სადღაც შორს მოვისროლო
და გავაგრძელო უშენოდ სუნთქვა
რომ დგივიწყო ბოლოს და ბოლოს!


        

                          

четверг, 14 апреля 2011 г.

სტუმარი – შორიდან

– გინდა სინამდვილეს გავექცეთ?
– არა
–დაფიქრდი
– ხომ ვამბობ არა!
– იცი იქ კარგია, ძალიან კარგი
–სად იქ?
–იქ სადაც არ არსებობს ის რასაც სინამდვილე ჰქვია.. არც სიყალბე.. იქ ყველაფერი არანამდვილი სინამდვილეა. იქ ოცნებების მხარეა. და ყველაფერი არის  ისეთი როგორიც შენ გსურს.
– იქ არის გაზახული?
– იქ ყოველთვის წელიწადის ის დროა რომელიც გინდა რომ იყოს.. განწყობის მიხედვით. თუ გსურს ზამთარი.. თოვლი შენთვისაა.. თუ ზაფხული მცხუნვარე მზეა, თუ  მოისურვებ გაზაფხულის სურნელს ,აპრილი იმ წამსვე საგანგებოდ შენთვის გამოიპრანჭება და თუ კი შემოდგომის ყვითელი ფოთლების შრიალის ხმა მოგენატრება... ყოველ წამს იქნება ფოთოლცვენა
– წვიმა?
– ამინდი შენია!
– იქ არიან გრძნობები?
– რა თქმა უნდა?   როგორც წელიწადის დროები გრძნობების მეპატრონეც შენ ხარ. ყველაფერი რაც გსურს
– ხო მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ტყუილია? ილუზიაა? მე არ მინდა ვგრძნობდე ცრუ ბედნიერებას! ტკივილი მაგრამ ნამდვილი მირჩევნია!
– როგორც გსურს.. მაგრამ არჩევანი მხოლოდ შენს ხელთაა... შენ შეგიძლია თავად მართო შენი ცხოვრება რადგან ამ ქვეყნად არაავინ არავისი არ არის.. შენ შეგიძლია დაარღვიო ყველა ჩარჩო.. არ აღიარო ის რაც დოგმაა.. ის რაც იმიტომ არის საჭირო რომ საჭიროა! შენ შეგიძლია იპოვო საკუთარი თავი იქ, საიდანაც მე მოვედი შენთან! დაფიქრდი და გადაწყვიტე.
       ჩემი შორეული სტუმარი გაქრა.. და დამტოვა . იმისთვის რომ ვიფიქრო... და აი მეც ვფიქრობ... წითელი თეთრი ლურჯი  ყვითელი თუ მწვანე?...