მიდი ქექე ..

четверг, 14 апреля 2011 г.

სტუმარი – შორიდან

– გინდა სინამდვილეს გავექცეთ?
– არა
–დაფიქრდი
– ხომ ვამბობ არა!
– იცი იქ კარგია, ძალიან კარგი
–სად იქ?
–იქ სადაც არ არსებობს ის რასაც სინამდვილე ჰქვია.. არც სიყალბე.. იქ ყველაფერი არანამდვილი სინამდვილეა. იქ ოცნებების მხარეა. და ყველაფერი არის  ისეთი როგორიც შენ გსურს.
– იქ არის გაზახული?
– იქ ყოველთვის წელიწადის ის დროა რომელიც გინდა რომ იყოს.. განწყობის მიხედვით. თუ გსურს ზამთარი.. თოვლი შენთვისაა.. თუ ზაფხული მცხუნვარე მზეა, თუ  მოისურვებ გაზაფხულის სურნელს ,აპრილი იმ წამსვე საგანგებოდ შენთვის გამოიპრანჭება და თუ კი შემოდგომის ყვითელი ფოთლების შრიალის ხმა მოგენატრება... ყოველ წამს იქნება ფოთოლცვენა
– წვიმა?
– ამინდი შენია!
– იქ არიან გრძნობები?
– რა თქმა უნდა?   როგორც წელიწადის დროები გრძნობების მეპატრონეც შენ ხარ. ყველაფერი რაც გსურს
– ხო მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ტყუილია? ილუზიაა? მე არ მინდა ვგრძნობდე ცრუ ბედნიერებას! ტკივილი მაგრამ ნამდვილი მირჩევნია!
– როგორც გსურს.. მაგრამ არჩევანი მხოლოდ შენს ხელთაა... შენ შეგიძლია თავად მართო შენი ცხოვრება რადგან ამ ქვეყნად არაავინ არავისი არ არის.. შენ შეგიძლია დაარღვიო ყველა ჩარჩო.. არ აღიარო ის რაც დოგმაა.. ის რაც იმიტომ არის საჭირო რომ საჭიროა! შენ შეგიძლია იპოვო საკუთარი თავი იქ, საიდანაც მე მოვედი შენთან! დაფიქრდი და გადაწყვიტე.
       ჩემი შორეული სტუმარი გაქრა.. და დამტოვა . იმისთვის რომ ვიფიქრო... და აი მეც ვფიქრობ... წითელი თეთრი ლურჯი  ყვითელი თუ მწვანე?... 

Комментариев нет:

Отправить комментарий